საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება, 2.3105 ლარის ნაცვლად, 2.3111 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში კი მცირედით გამყარდა. დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5940 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ მოქმედი კურსი კი 2.5975 ლარს შეადგენდა.