ძარცვა ზუგდიდის ცენტრში. უცნობმა პირებმა ავტომობილის საქარე მინა ჩაამსხვრიეს. მძარცველებმა ავტომობილიდან ლეპტოპი და ჩანთა მოიპარეს. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
როგორც „რუსთავი 2-ის“ კორესპოდენტი იუწყება მიმდინარე კვირაში ეს ძარცვის უკვე მეორე შემთხვევაა. ჩვენი ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში სუპერმარკეტ „სმარტის“ წინ ანალოგიური შემთხვევა მოხდა.