13 იანვარი 2026,   14:37
ვრცლად
IDFI-მ კონსტიტუციური სარჩელების შეცვლის საკითხი შეისწავლა და დასკვნა დადო

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ, კონსტიტუციური სარჩელების შეცვლასთან დაკავშირებით, გაკეთებულ განცხადებებზე დამოუკიდებელი მოკვლევა ჩაატარა, საკონსტიტუციო სასამართლოდან დოკუმენტაცია გამოითხოვა და დაასკვნა, რომ კონსტიტუციური სარჩელების რეგისტრაციის პროცესი იყო ღია. 

"კონსტიტუციური სარჩელების რეგისტრაციის პროცესი იყო ღია. საქმის განმხილველი ყველა მოსამართლისთვის ხელმისაწვდომი იყო თითოეული დოკუმენტი და მათ სრული ინფორმირებულობის პირობებში მიიღეს გადაწყვეტილებები სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენჯერმე გადაიდო საქმის განხილვა კვორუმის არარსებობის გამო. ჩვენ არ ვფლობთ დადასტურებულ ინფორმაციას, რა გახდა ამ სხდომებზე მოსამართლეთა დაუსწრებლობის მიზეზი. მიუხედავად ამისა, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უუნაროა განახორციელოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება,"- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების სრულად ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

დღის ამბები