თემქაზე, ე.წ. კათედების დასახლებაში, 50 წლამდე ქალი საკუთარი სახლის აბაზანაში მოკლული იპოვნეს. როგორც მეზობლები ჰყვებიან, გარდაცვლილი თავის შვილთან ერთად ცხოვრობდა და 2 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. აბაზანაში მოკლული ქალი შვილის მეგობრებმა იპოვნეს და სამართლადამცავებს შეატყობინეს.
მეზობლების თქმით, რამდენიმე დღეა, არ ჩანს არც მოკლულის შვილი.
ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. სამართალდამცავები ვერსიებზე არ საუბრობენ.
ამ დრომდე ადგილზე მუშაობენ ექპსერტ-კრიმინალისტები. ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.