საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის პერიოდი კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა.
ამის შესაახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალური ვებგვერდზეა განთავსებული.
ინფორმაციის თანახმად, მისიის მუშაობა საქართველოში 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, ევროკავშირის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისტვის კონკრეტულ მხარდაჭერას ახორციელებდა. ევროკავშირის ქვეყნები მტკიცედ უჭერეს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ფუნქციონირება 2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო.
მისიას საქართველოში 2013 წლის სექტემბრიდან ტოივო კლაარი ხელმძღვანელობს, რომელსაც უახლოეს ხანებში ახალი ხელმძღვანელი ჩაანაცვლებს. განახლებული მანდატის პირველი წლის ბიუჯეტი 18.3 მილიონი ევროა.