ქვემო ქართლის გუბერნატორად პაატა ხიზანიშვილი ინიშნება. საკითხი ხვალინდელი მთავრობის სხდომის დღის წესრიგშია შესული. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, ამ საკითხის მომხსენებელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე იქნება.
პაატა ხიზანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს "ქართული ოცნებიდან" დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.
ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა მინისტრად დაინიშნა.