რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო ზუგდიდის რაიონის სასამართლოში. ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმიც იყო გამოძახებული. ხმაური სასამართლოში მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ გოდერძი შამუგიას მკვლელობაში ბრალდებულ დაკავებულ მიშა შელიას 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. შამუგიას ოჯახის წევრები შელიას კანონის უმაღლესი ზომით დასჯას ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ კი მათ ბადრაგს სასამართლო დარბაზიდან პატიმრის გაყვანის საშუალება არ მისცეს.
სასამართლო დარბაზში ვითარება სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა შეძლეს. სწორედ მათი დახმარებით მოხდა დარბაზიდან საპყრობილეში მიშა შელიას გადაყვანა.
შეგახსენებთ, რომ გოდერძი შამუგიას მკვლელობა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. გამოძების ინფორმაციით, მიშა შელიამ მანქანის გატაცების მოტივით გოდერძი შამუგია მოკლა და ცხედარი გადამალა. თავად კი მანქანა ოკუპირებული ტერიტორიისკენ წაიყვანა, თუმცა გზაში ავარიაში მოყვა და საპატრულო პოლიციამ დააკავა.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და სამართალდამცავებს ცხედრის ადგილსამყოფელი უთხრა.
გარდაცვლილს სხეულზე სამი ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული.