15 იანვარი 2026,   10:50
ვრცლად
ხელისუფლება ევროინტეგრაციის კუთხით 2015 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის კუთხით ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

მან რამდენიმე მიმართულება დაასახელა, რომელზეც 2015 წლისთვის სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშავონ: ასოცირების შეთანხმება,  ვიზა-ლიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე, ასევე კომუნიკაციის სტრატეგია და დონორთა კოორდინაცია.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კი აცხადებს, რომ  ასოცირების ნაწილში, განსაკუთრებით კი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ნაწილში, ბევრი დირექტივა მოდის სოფლის მეურნეობაზე, ამიტომ ამ მიმართულებით მათ ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ.

„მე პირობას ვიძლევი, რომ ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრულები და მაქსიმალურად იქნება ფერმერების და გლეხების მდგომარეობა გათვალისწინებული,“ - განაცხადა დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პრემიერის ხელმძღვანელობით ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომა მიმდინარეობს.

დღის ამბები