"ჩვენ გვაქვს პრინციპულად ჩამოყალიბებული მზაობა, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს. მაგრამ როდის, როგორ და რა ფორმატით შედგება, ამას სჭირდება კარგი მომზადება, კარგი გაანალიზება," - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც პუტინმა საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრისთვის მზაობა გამოთქვა.
"შეხვედრა შეხვედრისთვის, მიმაჩნია, რომ არასწორია. შეხვედრა უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ შედეგზე და ასეთ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ასეთ შეხვედრაში საქართველოს მთავრობა, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები, მიიღებს მონაწილეობას და პირადად მეც მივიღებ მონაწილეობას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს და ის კონკრეტული შედეგით უნდა დასრულდეს.