"ნიუ-იორკ ტაიმსის" მკითხველებს დღეს სიურპრიზი ელოდათ - 8 გვერდიანი სარეკლამო დანართი სათაურით "ქართული ოცნების" მმართველი პარტია ეროვნულ ხედვას რეალობად აქცევს".
ამის შესახებ გაეროში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელმა, კახა ლომაიამ, "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს.
სტატუსიდან ირკვევა, რომ "ნიუ-იორკ ტაიმსში" დაბეჭდილი სტატია სარეკლამოა და ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორცილებულ მიღწევებს ეხება.
მათ შორის ერთ-ერთ მიღწევად პენსიების ზრდაა დასახელებული. როგორც კახა ლომაია წერს, სტატიაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ“ პენსიები 50%-ით გაზარდა.
„დანართი მომზადებულია სარეკლამო სააგენტო "ჰედკოკ ენდ ასოსიეთსის" მიერ და მის მომზადებაში "ნიუ-იორკ ტაიმსის" თანამშრომლები არ მონაწილეობდნენ. ამ ტიპის დანართების ეფექტურობა, გემოვნება და მათში გადახდილი ფასი ცალკე საუბრის თემაა,“ - წერს კახა ლომაია.