14 იანვარი 2026,   23:11
ვრცლად
Iphone5, რომელიც ხადურმა იჩუქა, კონტრაბანდულია

2013 წელს ფინანსთა სამინისტროში წახალისების მიზნით დარიგებულ ტელეფონებზე სამინისტრო განმარტებას აკეთებს.

“მობილური ტელეფონები არ იყო შესყიდული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით, რაც ნიშნავს, რომ მათში არ გადახდილა ბიუჯეტის და გადასახადის გადამხდელთა ფული," - ამ შინაარსის განცხადება ფინანსთა სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც "რუსთავი2"-მა  გოგა ხაჩიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ხადურის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის თანახმად 2013 წლის ნოემბერში ფინანსთა მინისტრმა საკუთრ თავს და კიდევ რამდენიმე თანამშრომელს წახალისების მიზნით  Iphone5-ები დაურიგა.  

"ეს მობილური ტელეფონები წარმოადგენდა კონტრაბანდულ, ჩამორთმეულ, სახელმწიფოს საკუთრებაში მოქცეულ ქონებას. ვერ მოხდა მისი რეალიზება და ერთი წლის წინ, ფინანსთა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, ასეთი საჩუქრით მომხდარიყო თანამშრომელთა წახალისება," - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები