ამ წუთებში ქართული ოცნების ოფისში მინისტრთა კაბინეტის წევრები და პარტიის ლიდერები იკრიბებიან. შეკრების სავარაუდო მიზანი არჩევნების მეორე ტური და პარლამენტის თანამდებობების სამომავლო გადანაწილების საკითხის განხილვაა.
შეხვედრას სავარაუდოდ პრემიერი და ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ასევე დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
კონკრეტულ განცხადებებს ისინი შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ.