ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ხვალისათვის დოლარის კურსი 2.3803-ით განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0124 პუნქტით გაუფასურდა.
დოლარის ფასი იწევს კომერციულ ბანკებშიც. საქართველოს ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.4150 ლარია, TBC ბანკში 2.42, პროკრედიტ ბანკში კი 2.40.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით 22 ოქტომბერს დოლარის კურსი ლართან მიმართებაში 2.3679 იყო.