13 იანვარი 2026,   14:33
ვრცლად
ყაჩაღობის მცდელობა სოფელ ახალსოფელში

რამდენიმე წუთის წინ სროლა ისმოდა ზუგდიდი რაიონის სოფელ ახალსოფელში. თავდამსხმელები გერონტი როგავას ოჯახში შეიჭრნენ, დიასახლისი მძევლად აიყვანეს და ოჯახის უფროსის დაყაჩაღება სცადეს.

ქალბატონის ყვირილზე გერონტი როგავამ იარაღის აღება მოასწრო და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. ხმაურზე შეიკრიბნენ მეზობლებიც.

პოლიციის გამოძახების შიშით თავდამსხმელებმა როგავების ოჯახი დატოვეს და მიიმალნენ. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.  

როგორც ცნობილია გერონტი როგავას თხილის ბიზნესი აქვს, რაც სავარაუდოდ თანხის გამოძალვის მცდელობის მიზეზი გახდა.

დღის ამბები