ვლაქერნის ღთისმშობლის ტაძრის მოძღვრის ამანათი გაძარცვეს.
საქართველოს ფოსტაში მან საბერძნეთიდან განბაჟებული ამანათი მიიღო, რომელსაც დოკუმენტაცია თან ახლდა, თუმცა შიგნით არაფერი იდო.
დაკარგულია 17 გრამი ოქრო და ბავშვის ფეხსაცმელები.
ზუსტად იგივე შემთხვევა საქართველოს ფოსტაში ცოტა ხნის წინ მოხდა, რა დროსაც მოქალაქემ ისევ საბერძნეთიდან 10 ათასი დოლარის ღირებულების ოქროს განბაჟების დოკუმენტაცია მიიღო, თუმცა სამკაული ამანათში არ დახვდა.
საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალში აცხადებენ, რომ ამანათები მათთან თბილისიდან ქუთაისის გავლით მოდის და პასუხისმგებლობას დაკარგულ ნივთებზე არ იღებენ.