კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს ტოვებს. მისი თქმით, ის და ამ ჯგუფში შემავალი პირები ციხეებში სრულყოფილ მონიტორინგს ვერ ახორციელებენ.
მთივლიშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო ბოლო შეხვედრის შემდეგ, სადაც საკმაოდ არასასიამოვნო საუბარი ჰქონდა ჯგუფის წევრებსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან.
„ჩემთვის გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია და არა ვიღაცის კერძო ინტერესები, ვინც არ უნდა იყოს ის. მე კომკავშირს ვერ მოვესწარი და არანაირი სურვილი არ მაქვს კომკავშირული სულისკვეთებით ვიცხოვრო და ვიმუშაო. ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას და სახალხო დამცველის აპარატიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო დავასთან დაკავშირებით მომზადებულ სტატიებს, არავითარი კავშირი არ აქვს ციხეების მონიტორინგთან და არც არავინ უნდა წამომაყვედროს ის. არც ვინმეს შევუთანხმებ, ფეისბუქზე როდის რა დავწერო!“ - წერს გელა მთივლიშვილი.
გელა მთივლიშვილის ოფიციალური მიმართვით ჯგუფის დატოვების შესახებ სახალხო დამცველს ხვალ მიმართავს.