02 იანვარი 2026,   17:23
ვრცლად
"უნდა შეიქმნას საქართველოს პოლიტიკოსთა ნაკრები"- ანი მიროტაძე

გაერთიანებული ოპოზიციური პარტიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს ანი მიროტაძე. ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია, მათ შორის, დავით უსუფაშვილთანაც. თუმცა პარლამენტის ჯერ კიდევ თავმჯდომარის პოზიციასთან დაკავშირებით, დამატებითი განმარტება აღარ გააკეთა.

მიროტაძე ნაციონალურ მოძრაობასთან ან წარსულში ამ პარტიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სუბიექტთან თანამშრომლობას გამორიცხავს, მათ შორის გირჩთან და ვაშაძის პარტიასთან.

"ძირითადი პოლიტიკური პროცესი ის უნდა იყოს, რომ შეიქმნას საქართველოს პოლიტიკოსთა ნაკრები. გაიზიარა დავით უსუფაშვილმა ეს წინადადება. კონსულტაციები გრძელდება. მე არ მაქვს უფლება გითხრათ. ყველა პარტიამ და ლიდერმა ეს უნდა თავად განაცხადოს,"- აცხადებს მიროტაძე. 

 

დღის ამბები