13 იანვარი 2026,   23:35
ვრცლად
„ბოლნისის ბიუჯეტი კომპანია RMG-ს საწარმოზეა დამოკიდებული,” - ნოდარ ხადური

ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ ბოლნისის რაიონს 9 მილიონი ლარი გამოუყო. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს ნოდარ ხადურმა გაავრცელა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბოლნისის რაიონის ბიუჯეტი კომპანია RMG-ზეა დამოკიდებული.

”2012-2013 წლებში კომპანიის სახელფასო ფონდი, შესაბამისად, 41 მილიონი და 35 მილიონი ლარი იყო, ანუ ჯამში, 2 წლის განმავლობაში 76 მილიონი ლარი გაიცა მხოლოდ ხელფასის სახით, წელს კი მხოლოდ 400 ათასი ლარია გაცემული. ფაქტობრივად, გაჩერებულია საწარმო. ამავე დროს, ბოლნისის რაიონის ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება რეალურად მხოლოდ ამ ერთ საწარმოზეა დამოკიდებული. წელს ჩვენ მოგვიხდა რაიონისთვის 9 მილიონის მიცემა მაშინ, როცა წინა წლებში ბოლნისის ბიუჯეტს ფულს არ ვაძლევდით. ეს კომპანია მთლიანად ინახავდა რაიონს,” - განაცხადა ხადურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები