13 იანვარი 2026,   18:04
ვრცლად
საქართველო "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩაერთვება

პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია დოკუმენტი, რომელიც ავღანეთში ნატოს ახალი მისიის ფარგლებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას ითვალისწინებს.

შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით ერთხმად მიიღო. 

 ავღანეთში ნატოს ახალ პროგრამაში - "მტკიცე მხარდაჭერის მისია" საქართველოს ჩართვის შესახებ დოკუმენტს ხელი 15 დეკემბერს მოეწერა. დოკუმენტის ძალაში შესვლისთვის კი პარლამენტის რატიფიცირება იყო საჭირო.

აღნიშნული ხელშეკრულებით საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ მომავალ მისიაში მონაწილეობას ორი დანაყოფით, ერთი ბატალიონით და ერთი ასეულით მიიღებს. 
ქართული დანაყოფების ფინანსურ მხარდაჭერას საქართველო საკუთარ თავზე იღებს. 

მისია არასაბრძოლო, სასწავლო და საკონსულტაციო ხასიათს ატარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები