14 იანვარი 2026,   00:09
ვრცლად
ხელისუფლებამ "ნიუ-იორკ ტაიმსის" სარეკლამო დანართი ჩაასწორა

"ნიუ-იორკ ტაიმსის" სარეკლამო დანართი, სადაც 8 გვერდზე ხელისუფლება თავს იწონებდა, ჩასწორებულია.

კონკრეტულად ის ადგილი, სადაც  ეწერა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პენსიები 50%-ით გაზარდა, ახლა ეს რიცხვი 36,36%-ით არის ჩასწორებული.   

შეგახსენებთ, რომ  ამ ინფორმაციის გავრცელებას, რომ, თითქოს პენსიები 50%-ით გაიზარდა, საზოგადოების მხრიდან აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან აშკარა ტყუილს წარმოადგენდა.

ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა.      

"რუსთავი2" ცდილობს, ჩასწორებული ვარიანტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებას. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები