13 იანვარი 2026,   08:52
ვრცლად
სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი დაჭრეს

მოზარდებმა ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტი მთაწმინდაზე მოხდა, რა დროსაც, დაახლოებით 14-15 წლის ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბის დროს კი ცივი იარაღი გამოიყენეს და ერთმანეთი დაჭრეს. ერთი არასრულწლოვანი მუცელში მძიმედ არის დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიაბებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები