16 იანვარი 2026,   02:25
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათი რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

საუბარია ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებულ საქმეზე. იგეგმება ბრალდების მხარის სიტყვით გამოსვლა. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს გამოძიება მომხადარის ორგანიზატორობაში ადანაშაულებს.

ამავე საქმეზეა ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით იძებნებიან ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძეც.

დღის ამბები