15 იანვარი 2026,   23:55
ვრცლად
ღარიბაშვილი: „მევენახეობა და მეღვინეობა, როგორც იქნა, დაფასდა საქართველოში“

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ  „მევენახეობა და მეღვინეობა, როგორც იქნა, დაფასდა საქართველოში“.

მან ეს განცხადება დღეს  ველისციხეში გააკეთა,  სადაც შპს  „კახური ტრადიციული მეღვინეობის” ახალი ღვინის ქარხნის გახსნის ცერემონიალს  დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ  მევენახეობის გასაძლიერებლად და აღნიშნა, რომ მთავრობამ „ღვინის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით გააორმაგა“,  3-4 წლის წინ გლეხებს ვენახის გაჩეხვას აიძულებდნენ. 

„გასულ წელს ჩვენ ღვინის  ექსპორტი გავაორმაგეთ და აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იყო დრო, როდესაც ქართველ გლეხს უჭირდა ყურძნის  ჩაბარება და არათუ  უჭირდა, არამედ მას აიძულებდნენ, რომ გაეჩეხა ვენახი. ეს იყო  ძალიან მძიმე პერიოდი ჩვენი  ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. და მე მინდა, შევახსენო მოსახლოებას, რომ ეს ხდებოდა სულ რაღაც 3-4 წლის წინ  და ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლბაში 2 წლის წინ, ჩევნ აბსოლუტურად შევცვალეთ მიდგომა.  სწორედ საქართველოს მთავრობის დახმარებით და ხელშეწყობით ყურძნის ფასი გაიზარდა  და ზოგადად მევენახეობა და მეღვინეობა, როგორც იქნა, დაფასდა საქართველოში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა,  „მე გავაკეთებ ყველაფერს, მინისტრი და ზოგადად მთელი მთავრობა გააკეთებს იმისთვის, რომ ეს დარგი კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს.“

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა  „ბაზრების  გახსნაზე“. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რუსული ბაზრის გარდა რომელ ბაზარს გულისხმობდა. 

„ჩვენ გავხსენით ბაზრები. მე მინდა, გამოვყო რუსეთის ბაზარი, სადაც წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო ქართული ღვინის გატანა. ეს ძალიან დიდი შვება იყო ჩვენი მეღვინეებისთვის  და მიმაჩნია, რომ ჩვენ კვლავაც უნდა გავაგრძელოთ ახალი ბაზრების მოძიება, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს ამ უძველეს და მართლაც ტრადიციულ მეღვინეობას, მევენახეობას  კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს,“ - განაცხადა  ღარიბაშვილმა.  

დღის ამბები