16 იანვარი 2026,   07:40
ვრცლად
„ეს არის აღიარება რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მიერთების თაობაზე,” - ხათუნა ლაგაზიძე

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო რეჟიმებს რუსეთის სპეცსამსახურებს უწოდებს და აცხადებს, რომ რამდენად მიუღებელიც უნდა იყოს მოსკოვის მიერ ინტეგრაციის შესახებ შეთავაზებული ე.წ. ხელშეკრულება მოსახლეობისთვის, დე ფაქტო რეჟიმი მას არ გააპროტესტებს.

„დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება უკვე არის რუსეთის სპეცსამსახურების ჩვეულებრივი დანაყოფი. ამიტომ არ ველოდები, რომ სამხრეთ ოსეთის დღევანდელი ხელისუფლება გააპროტესტებს ამ ხელშეკრულების დრაფტს. ეს არის პირდაპირი აღიარება რუსეთს მხრიდან, რომ ის იერთებს სამხრეთ ოსეთს და შედეგობრივად, ეს არაფრით განსხვავდება ყირიმის ანექსიისგან,” - განაცხადა ლაგაზიძემ.

რუსეთსა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს შორის ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების ტექსტი რუსულ მედიაში დღეს გავრცელდა. დოკუმენტის ხელმოწერა 2015 წლის 25 თებერვალს არის დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები