ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარადგინა.
უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ილაპარაკა.
პრეზენტაციას თავად მინისტრი დავით შავლიაშვილი არ ესწრება. ამაშუკელის განცხადებით, ამის მიზეზი მინისტრის ჯანმრთელობის მგდომარეობაა და არა გუშინ პარლამენტში გამოთქმული კრიტიკა სამინისტროს მიერ აუთვისებელ ბიუჯეტთან დაკავშირებით.
მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ 11 თვის მონაცემებით, სამინისტროს ათვისებული აქვს 755 მილიონი ლარი და წლის ბოლომდე ბიუჯეტის ათვისება 95%-ით შესრულდება.
დღესვე დასახელდა წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა შორის მოხვდა ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კილომეტრიანი მაგისტრალი და ჩქაროსნული მაგისტრალი რუისის მიმართულებით.
როგორც ცნობილია, მომავალ წელს სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარამდე იქნება, საიდანაც თანხის უდიდესი ნაწილი გზების მშენებლობაზე დაიხარჯება.