საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დიმიტრი ჯავახაძე იქნება. დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარდაჭერა ერთხმად აღუთქვეს. ჯავახაძეს მხარდაჭერა 82-მა დეპუტატმა აღუთქვა, წინააღმდეგ კი არცერთი ხმა დაფიქსირებულა.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კიდევ ერთ კანდიდატს, ნინო თათრულაიძეს მას პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა. თათრულაიძეს მხარი 22-მა დეპუტატმა დაუჭირა 3 კი წინააღმდეგი იყო.