14 იანვარი 2026,   14:07
ვრცლად
"პუტინი არ არის საქართველოს მტერი," - ნინო ბურჯანაძე

”პუტინი არ არის საქართველოს მტერი. მე მას შევხვედრივარ და არაერთი საუბარი მქონია. ის აკეთებს იმას, რაც შედის მისი სახელმწიფოს ინტერესებში,” - ეს განცხადება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პრემიერის დღევანდელ კომენტარს პუტინთან დაკავშირებით ვერ გააკრიტიკებს.  

მისი თქმით, ასე უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა - „არის თუ არა პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი?” რაზეც პრემიერმა პასუხი არ გასცა.

პრემიერის განცხადებით, ეს არის პროვოკაციული კითხვა და პირდაპირი პასუხის ნაცვლად, მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი მტერი არის მიხეილ სააკაშვილი. მისივე თქმით, ეს კითხვა არის აბსოლუტურად გაუაზრებელი, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" და მათი გუნდის ქმედებები.

ამავე თემაზე
დღის ამბები