თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სკანდალურ განცხადებას მინდია ჯანელიძე ტექნიკურ შეცდომას აბრალებს.
"ეს იყო ტექნიკური შეცდომა. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ თანამდებობიდან არ გადავდგები," - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
თუ ვინ დაწერა განცხადება ამაზე მინისტრი დღეს არ საუბრობს და ამბობს რომ ხელმძღვანელი ის არის და ის იღებს განცხადების შინაარსზე სრულ პასუხისმგებლობას თუმცა მინდია ჯანელიძე აცხადებს რომ ის ტექსტის საბოლოო შინაარსს არ იცნობდა.
„ჩვენ ვაღიარეთ შეცდომა, აღარ განმეორდება. ტექსტი ვინ მოამზადა მნიშვნელობა არ აქვს მე ვიღებ პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, მე გარკვეული მიზეზების გამო ვერ გავეცანი განცხადების საბოლოო ვარიანტს, მაგრამ არაუშავს აღარ განმეორდება,“- აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
თუ რატომ არ გააკეთა ამდენიხნის განმავლობაში მინისტრმა კომენტარი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვას ჯანელიძე ასე პასუხობს.
„ თავი შევიკავეთ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, არ გვინდოდა დამატებითი მღელვარება გამოეწვია ჩვენ დამატებით განცხადებას საზოგადოებაში,“- აცხადებს ჯანელიძე.