08 იანვარი 2026,   15:09
ვრცლად
დოკუმენტი თანხვედრაშია პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ ხედვასთან - თენგიზ ფხალაძე რეზოლუციის შესახებ

„მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი არის თანხვედრაში პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ ხედვასთან,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პარლამენტის მიერ, საგარეო პოლიტიკის შესახებ მომზადებული რეზოლუციის დადგენილების მიღებას.

ფხალაძე პარლამენტი მიერ რეზოლუციის ასე მოკლე ვადებში მიღებას მიესალმება.

„მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ასე სწრაფად მიიღო რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი არის თანხვედრაში პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ ხედვასთან, ის აძლევს საშუალებას, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე მთავრობას და თავად საქართველოს პარლამენტს, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ერთობლივად იმოქმედონ დასახული მიზნების მისაღწევად,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დღის ამბები