07 იანვარი 2026,   02:44
ვრცლად
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა თბილისში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 30 700 აშშ დოლარი, 1000 ლარი, სხვადასხვა ჩანაწერი - ე.წ. „ქურდული საერთოს სიები“ და ძვირადღირებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან და ე.წ. ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ „კანონიერ ქურდს“ - კ.გ.-ს ე.წ. ,,ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში. მისივე მითითებით, დაკავებული სისტემატურად აგროვებდა და ინახავდა ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ განკუთვნილ ფულს,“- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს.

დღის ამბები