05 იანვარი 2026,   09:26
ვრცლად
ქავთარაძის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს

ქავთარაძის ქუჩაზე  ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. როგორც რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც ცნობილია, მოკლულია, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე, შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-16 სართულზე მოხდა. 

 

დღის ამბები