13 იანვარი 2026,   08:37
ვრცლად
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები - შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დავით სუჯაშვილი და საქართველოს ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება, ესწრებოდნენ.

საქართველოს ელჩმა უკრაინაში პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში დაგეგმილ სამთავრობო ვიზიტებსაც.

დღის ამბები