13 იანვარი 2026,   12:26
ვრცლად
"ადეიშვილი კრიმინალია,"- თინა ხიდაშელი

დეპუტატ თინა ხიდაშელის შეფასებით, "ზურაბ ადეიშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია".

„წლების განმავლობაში სახელმწიფო რეკეტით იყო დაკავებული. ზურაბ ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნა იქნება ყველაზე დიდი სირცხვილი, რაც კი შეიძლება, უკრაინის ხელისუფლებას ამ ეტაპზე დაემართოს. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილია. ზურაბ ადეიშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში დაკავებული იყო სახელმწიფო რეკეტით. ის იყო ადამიანების წამების ერთ-ერთი ორგანიზატორი, კმაყოფილი და ბედნიერი იმ ძალადობრივი სისტემით, რომელიც ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში იქმნებოდა და რაც შემდეგ მისი მთავარი პროკურორობის დროს საბოლოოდ გამყარდა, განმტკიცდა და მისი კაბინეტიდან იმართებოდა," – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე განმარტებით, "ეს არ არის ალექსანდრე კვიტაშვილის შემთხვევა, რომელიც, შესაძლოა, ვიღაცას არ მოსწონს".

ამავე თემაზე
დღის ამბები