01 იანვარი 2026,   12:32
ვრცლად
შეიტანონ კონსტიტუციაში ცვლილებები, ოღონდ აამოქმედონ ის 2018 წლის შემდეგ - ვახტანგ ხმალაძე

"პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა არსებობს," - ასე გამოეხმაურნენ კონსტიტუციონალისტები დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელმაც მოვლენების ამგვარ განვითარებას ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების შემდეგ პროგნოზირებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო რესპუბლიკისთვის უფრო დამახასიათებელი არის, ჩვენთვისაც უფრო მისაღებია, ჩემი აზრით, არაპირდაპირი არჩვენები, მაშინ შეიტანონ კონსტიტუციაში ცვლილებები, ოღონდ აამოქმედონ ის 2018 წლის შემდეგ,“ - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, ვახტანგ ხმალაძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებას უსაფუძვლო და არაკონსტრუქციული უწოდეს მმართველ გუნდში.

„ამაში ვერაფერს კონსტიტუციურს ვერ ვხედავ. ახალი დაძაბულობის, ახალი დაპირისპირების სცენარისკენ მოწოდებაა,“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები