ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის გაცვლითი ოფოციალური კურსი გამოაქვეყნა. ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.
ახალი კურსის მიხედვით, 1 ლარი დოლართან მიმართებაში 0.0214 ლარით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.6692 ლარი გახდა. ვაჭრობამდე კი, გუშინდელი დღის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6478 ლარი იყო.
1 ევრო კი ხვალინდელი კურსის მიხედვით 2.7858 ლარი გახდა. გუშინდელთან შედარებით, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0305 ლარით გაუფასურდა.