05 იანვარი 2026,   12:05
ვრცლად
გიგი უგულავამ საპატიმრო შესაძლოა დღესვე დატოვოს

გიგი უგულავამ საპატიმრო შესაძლოა დღესვე დატოვოს. თბილისის ყოფილი მერის ადვოკატის განმარტებით, პატიმრობის შესახებ კანონში არსებული ჩანაწერით, თუ სასჯელის მოხდის ვადის წინა დღე უქმეა, მოქალაქის გათავისუფლება უფრო ადრე, ანუ სამუშაო დღეს უნდა მოხდეს.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, შემდეგი ორი დღე უქმეა, შესაბამისად, თბილისის ყოფილმა მერმა საპატიმრო დღეს უნდა დატოვოს.

პროკურორის განცხადებით კი, დასაბუთებული სარჩელის ჩაბარების შემდეგ, პროკურატურა გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები