31 დეკემბერი 2025,   19:19
ვრცლად
5 მოკლული და 8 დაჭრილი - სროლა ფლორიდის აეროპორტში

5 ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა, აშშ, ფლორიდის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი სროლის შედეგად, ამის შესახებ ტელეკომპანია cnn - იუწყება.

ABC-ს ცნობით სროლა თავდამსხმელმა მოფრენის დარბაზში, სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მგზავრები ბარგს ელოდნენ. 

ამერიკელი სამართალდამცველები ადასტურებენ, რომ სავარაუდოდ ერთი თავდამსხმელი დაკავებულია. 

თავდასხმის ფაქტს აშშ ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეს სპიკერი არი ფლეიშერი შეესწრო, რომელმაც მომხდარი შემდეგი სიტყვებით აღწერა. 

"როდესაც სროლა დაიწყო, ყველა გაიქცა" მისივე თქმით პოლიციამ მგზავრებს გადაადგილებას უკრძალავდა. 

 

დღის ამბები