"კვალიფიკაცია, რომელიც ჯერჯერობით აქვს საქმეს - ძალადობა (126.1), სრულიად არაადეკვატურია,"-ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. სოციალურ ქსელში გვარამია ახსენებს დასახელებულ მოტივს და წერს, რომ თავდასხმა ჯგუფური იყო.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"თუ ჩემ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს მოტივი არ ქონდა, მაშინ ჯგუფური ხულიგნობაა (239.2.ა). თუ მოტივი ჩემი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობაა, მაშინ სიძულვილის დანაშაულია და დევნა ძალის გამოყენებით (156.2.ა)
კვალიფიკაცია, რომელიც ჯერჯერობით აქვს საქმეს - ძალადობა (126.1), სრულიად არაადეკვატურია.
ps ხაზგასმით - თავდასხმა იყო ჯგუფური."