02 იანვარი 2026,   20:34
ვრცლად
პატივს ვცემ ამომრჩევლის ნებას, რომელმაც ხმა მომცა, როგორც ენმ-ის წარმომადგენელს - სალომე სამადაშვილი განცხადებას ავრცელებს

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას პარტიის წევრი, საპარლამენტო პრაქცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ავრცელებს.

"ვთვლი, რომ რადგან ჩემი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიღებული მაქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით, დღეს სწორი იქნება ჩემი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, რადგან ამ შიდა პარტიულ დაპირსპირებაში ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის მეგობრობა, ადამიანები, ვისთან ერთადაც განვლილი მაქვს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ურთულესი ბრძოლები თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს შექმნის გზაზე. ვაკეთებ იმ არჩევანს, რომელიც ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს არჩეულმა პოლიტიკოსმა, პატივს ვცემ ჩვენი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც ხმა მომცა, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენელს. წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც სხვა არჩევანს აკეთებს დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ ერთად მოგვიწევს ბრძოლა ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისათვის,"- წერს სალომე სამადაშვილი.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით მას მიაჩნია, რომ პარტიის ერთიანობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო, რომელიც სამწუხაროდ განუხორციელებელი აღმოჩნდა.

"კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია ყოველგვარი საუბარი შეთქმულების თეორიებზე, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის,"- წერს სამადაშვილი.

დღის ამბები