07 იანვარი 2026,   01:20
ვრცლად
რამაზ ნიკოლეიშვილი საპარლამენტო საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს

რამაზ ნიკოლეიშვილი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძობს საქმიანობას. მან საპარლამენტო ფრაქცია ევროპული საქართველო დატოვა. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე იყო საუბარი.

ამასთანავე, ბიუროზე განიხილეს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის საკითხი. ენმ-ის ფრაქციის წარმომადგენლებმა ევროპული საქართველოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ფრაქციის სახელის შეცვლა და ნიკა მელიას გადაყენება გაასავჩივრეს.

ბიურომ ცნობად მიიღო საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები და ფრაქციის სხდომის ეს გადაწყვეტილება მალე ძალაში შევა.

როგორც დეპუტატები განმარტავენ, ბიურო გადაწყვეტილებაში ვერ ჩაირეოდა და ეს საკითხი მხოლოდ ცნობად მიიღო.

კაბინეტს, რომელშიც ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მუშაობდა, უკვე მაიდენტიფიცირებელი წარწერის გარეშეა დარჩენილი, აბრაზე არც ნიკა მელიას სახელი წერია.

ეს გადაწყვეტილებები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დაბრკოლებას არ უქმნის, რომ ახალი, 6 წევრისგან შემდგარი ფრაქცია დაარეგისტრირონ.

ევროპული საქართველოს წარმომადგენლები არ იზიარებენ ბრალდებას, რომ ფრაქციაში მიღებული გადაწყვეტილებები იურიდიული საკითხების დარღვევით მოხდა.

დღის ამბები