საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0081 ლარით გაუფასურდა. ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარი 2.6624 ლარს უტოლდება.
ლარი დღეს სამხრეთ აფრიკული რანდის გარდა, ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.
1 ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8440 გახდა, რაც წინა მონაცემზე 1 თეთრით მეტია.
უკვე შეიცვალა გაცვლითი კურსი კომერციულ ბანკებშიც. რესპუბლიკა და TBC ბანკებში დოლარის ყიდვა 2,72 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო საქართველოს ბანკში დოლარის კურსი 2,715 არის.