02 იანვარი 2026,   17:34
ვრცლად
ჯანი ბუკიკიო გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში ვიზიტს განაგრძობს. ექსპერტებთან საუბრის შემდეგ, პირველი ოფიციალური შეხვედრა ჯანი ბუკიკიომ პარლამენტის და შესაბამისად საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარესთან გამართა. შემდეგ კი უკვე ავლაბრის რეზიდენციისკენ გაემგზავრა, სადაც გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა.

“პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ ბევრი საკითხი. ძირითადად ვისაუბრეთ საკონსტიტუციო კომისიის შესახებ. სრულიად ვეთანხმებით ამ საკონსტიტუციო რეფორმის მიზანს, არ არის რთული საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის გაუმჯობესება, რომელიც საერთო ჯამში კარგია, მაგრამ საჭიროებს დახვეწას და ვენეციის კომისია მზადაა თანამშრომლობისთვის. გავაცანით ჩვენი მოსაზრებები სასამართლოს შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რეკომენდაციები შესრულდება,“ - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ექსპერტების მოსმენა, როგორებიც არიან ვენეციის კომისიის წევრები.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.  

დღის ამბები