სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს
20-01-2017 15:09
ამ წუთებში სპორტის სასახლეში ნაციონალური მოძრაობის ყრილობა მიმდინარეობს. 7 ათასმა დელეგატმა დღეს გაერთიანების მართველი ორგანოები უნდა აირჩიოს. ცვლილებები შევა წესდებაშიც და შედეგად, რამდენიმე პარტიული თანამდებობა გაუქმდება.