01 იანვარი 2026,   13:08
ვრცლად
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო სრულიად მორჩილი კონსტიტუციური სასამართლო - თინათინ ბოკუჩავა

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ვინაობა ცნობილი ორშაბათს გახდება. პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 4 კანდიდატი განიხილება, მათ შორის მანანა კობახიძე. მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მისი კანდიდატურის განხილვას ადასტურებს.

„როგორც იურისტისთვის და უფლებადამცველისთვის, რომელიც წლების განმავლობაში საქმიანობდა ამ მიმართულებით, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია და ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება იქნება, ცხადია, ფრაქციის მხრიდან,“ - აცხადებს მანანა კობახიძე.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი.

ყოფილი ვიცე-სპიკერის დასახელებას მესამე სექტორში კრიტიკულად აფასებენ და პოლიტიკური მიკერძოებისა და სანდოობის პრობლემებზე საუბრობენ.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა ხელისუფლებას სასამართლოს დამორჩილების მცდელობაში ადანაშაულებს.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო სრულიად მორჩილი კონსტიტუციური სასამართლო. ალბათ, სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს, ასევე, თავმჯდომარეობის კანდიდატი,“ - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსის გიორგი ბერაიას თქმით, მანანა კობახიძე საზოგადოებაში ხელისუფლების სპიკერად აღიქმება, რომელიც ახმოვანებდა ხელისუფლების პოზიციებს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. 

დღის ამბები