14 იანვარი 2026,   10:47
ვრცლად
მმართველი გუნდი და ოპოზიცია ჭიკაიძეს გამოეხმაურნენ

შინანგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს დესტაბილიზაციის მცდელობის შესახებ მმართველი გუნდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. 10 სექტემბერს გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში ალექსანდრე ჭიკაიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.

მთავრობის წევრებისთვის მინისტრის განცხადებები დამაჯერებელია. ოპოზიციის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ მთავრობა კრიმინალის გაზრდილ მდგომარეობას ვერ აკონტროლებს და ამ პრობლემის გადაფარვას ცდილობს.

 სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ასეთი ვარაუდის საფუძველი აქვს. მისი თქმით, ვერავინ ვერაფერს შეძლებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, ვინაიდან გამართულად მუშაობს ყველა ინსტიტუცია.

მთავრობის წარმომადგენლების მოსაზრებებს იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები.

„ეს ნიშნავს, რომ ვიღაცის თავში იბადება დანაშაული, არეულობა და კონკრეტულად ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძების შედეგებს დაველოდოთ, გამოიკვეთება დამნაშავე პირთა წრე, თუ გამოსაკვეთია და მერე თუ ვინმე დასაჭერია, დასაპატიმრებელია, ამას გადაწყვეტს სასამართლო“, - ამბობს უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მსგავს ინფორმაციებს საკუთარი იმიჯის რეაბილიატაციისა და საზოგადოების მღელვარების გადაფრვის მიზნით ავრცელებს.

გოგა ხაჩიძე: საბურავები ხომ აღმოაჩინა, რაღაც, სარევოლუციო საბურავები?! ახლა ალბათ რაღაც ახალს მიაგნო. ჭიკაიძეს რომ ვაკვირდებით, ცოტა ხანი ითამაშებს ამ თემით და მობეზრდება და სხვა რამეს მოუძებნიან გასართობს“, - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე. მისი კოლეგა სერგო რატიანი კი აცხადებს, რომ საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა აწეულია, მთავრობა ვერ აკონტროლებს ამ პრობლემას და მის გადაფარვას ცდილობს. 

გახდება თუ არა ყოფილი პრეზიდენტისთვის შინაგან საქმეთა მნისტრის განცხადებები ახალი ბრალის წაყენების საფუძველი ჯერ უცნობია. მმართველი გუნდი გამოძიების შედეგების მოლოდინშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები