ენგურის ხიდიდან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით გატაცებულია ზუგდიდში დისლოცირებული განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს უზრუნველყოფის უფროსი პაატა თოდუა.
„კურიერის“ ინფორმაციით გატაცებული თოდუა ამ დროისთვის აფხაზეთში არსებულ „FCB“-ს იზოლატორშია გადაყვანილი.
გატაცების კონკრეტული დეტალები არ არის ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პაატა თოდუა ოჩამჩირეში მცხოვრებ მამას ელოდებოდა მეორე ვერსიით კი თოდუა აფხაზებთან საქმიანი შეხვედრის გასამართად ემზადებოდა.
გატაცებულის ოჯახის წევრები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, განცხადება არც თოდუას სამსახურში გაკეთებულა. მეტით "თავისუფლების მხარდაჭერის" ცენტრის ინფორმაციით ფაქტს მხარის გუბერნატორი ლევან შონია და მისი ალალი დეიდაშვილი და პაატა თოდუას ხელმძღვანელი ბადური შენგელია მალავენ.