13 იანვარი 2026,   20:27
ვრცლად
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძეს დღეს წარადგენს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, ქართული ოცნება მანანა კობახიძეს წარადგენს. ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გააკეთა.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, კონსულტაციები საკითხთან დაკავშირებით დასრულებულია და მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მანანა კობახიძის კვალიფიკაციის გათვალისწინებით მიიღო.

მისივე თქმით, კობახიძის კანდიდატურას დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგენენ, რომელიც 18:00 საათზეა ჩანიშნული. მომავალი კვირიდან მანანა კობახიძეს კომიტეტებში მოუსმენენ, შემდეგ კი საკითხი დასამტკიცებლად სესიაზე გავა.

საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე პოლიტიკური კუთვნილების გამო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებს.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში კობახიძეს პოლიტიკური ბეგრაუნდი ხელს არ შეუშლის და ის ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე იქნება.

დღის ამბები