01 იანვარი 2026,   09:23
ვრცლად
გიორგი ცერცვაძის ადვოკატის პირველი კომენტარი ქართველი ჯარისკაცის გათავისუფლების შემდეგ

გიორგი ცერცვაძის ადვოკატი ქსენია პროკონოვა ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით პირველი ეტაპი წარმატებულად დასრულდა, თუმცა კიდევ რამდენიმე ეტაპია დარჩენილი.

„პროკურატურამ ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა იმის გაკეთება, რაც უნდა გაეკეთებინა რომ არ დაეპატიმრებინა. პირველი ეტაპი გავიარეთ, გათავისუფლება, მეორე ეტაპია გასავლელი რომ არ გადასცენ რუსეთს და შემდეგ უკვე ბრალის მოხსნა რუსეთში,“-განაცხადა ქსენია პროკონოვამ.

მისივე თქმით ექსტრადიციის პროცესის შემოწმება გრძელდება და გადაწყვეტილების მისაღებად უკრაინის პროკურატურას 40 დღე აქვს. პროკურატურის ოფიციალური პოზიცია ცნობილია, თუმცა სამართლებრივად ის ჯერ გაფორმებული არ არის. 

დღის ამბები