09 იანვარი 2026,   11:47
ვრცლად
შემოსავლების სამსახურმა საბაჟო-გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინა

საბაჟო-გამშვებ პუნქტში სადახლო არადეკლარირებული საქონელი 360 კოლოფი სიგარეტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტვირთი შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთიდან შემომავალი, სომხეთის მოქალაქის ა.ს-ს კუნთვნილ მანქანაში, სპეციალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.  

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სამართალდამრღვევი მოქალაქე დაჯარიმდა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარი.

ამასთან, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ა.ს-ს ჩამოერთვა როგორც საქონელი, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალება. 

დღის ამბები