რუსთავის აზოტის გათავისუფლებული თანამშრომლების სოლიდარობის აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. დაპირისპირება საპატრულო პოლიციასა და სტუდენტებს შორის მსვლელობის დროს მოხდა.
დაპირისპირებაში მონაწილე სტუდენტი აცხადებს, რომ მას საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ხელი დაარტყა.
მსვლელობის მონაწილეები რუსთავის მერიის შენობისკენ მიემართებიან და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ აქციას შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები უკვე მესამე დღეა კომპანიის მიერ გათავისუფლებული 350 თანამშრომლის აღდგენას მოითხოვენ.